ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსება შეიძლება ოდნავ დამაბნეველი პროცესი იყოს, მაგრამ ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ რომ წარმატებით გაიაროთ ყველა ეტაპი და აპლიკაცია შეავსოთ სწორად.
ვიზის ტიპის განსაზღვრა: პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, რომელი ტიპის ვიზა გჭირდებათ თქვენი მოგზაურობის მიზნის მიხედვით (ტურიზმი, სწავლა, მუშაობა და ა.შ.). თითოეულ ვიზის ტიპს აქვს საკუთარი სპეციფიკური მოთხოვნები.
DS-160 ფორმის შევსება: ეს ფორმა უნდა შეავსოთ სრულად და ზუსტად. ფორმა შეიცავს თქვენ პირად ინფორმაციას, მოგზაურობის მიზანს, დასაქმებას, ფინანსურ მდგომარეობას და სხვა მნიშნვნელოვან დეტალებს.
ფოტოსურათის ატვირთვა: ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსებისას დაგჭირდებათ ვიზისთვის განკუთვნილი სტანდარტული ზომის და მოთხოვნების შესაბამისი ფოტოსურათის ატვირთვა. ფოტოსურათის ზომები აპლიკაციის შევსების ინსტრუქციაშია მოცემული.
ამერიკის ვიზის აპლიკაციის საფასურის გადახდა: ვიზის განაცხადისთვის გადასახადი უნდა გადაიხადოთ ონლაინ.
ამერიკის საელჩოში გასაუბრების ჩანიშვნა: ვიზის აპლიკაციის საფასურის გადახდის შემდეგ, დაგჭირდებათ გასაუბრების დროის დაჯავშნა აშშ-ის საელჩოში ან საკონსულოში.
დოკუმენტების მომზადება გასაუბრებისთვის: გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შევსებული DS-160 ფორმის დასტური, პასპორტი, ფოტოსურათი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და სხვა საბუთები, რომლებიც შეიძლება უშუალოდ თქვენ დაგჭირდეთ.
გასაუბრება: გასაუბრების დროს, საელჩოს/საკონსულოს წარმომადგენელი დაგისვამთ კითხვებს თქვენი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მიზნის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
ზუსტი ინფორმაცია: ყველა ინფორმაცია, რომელსაც მიუთითებთ განაცხადში, უნდა იყოს სწორი და უტყუარი.
დეტალური ინფორმაცია: შეავსეთ ყველა ველი აპლიკაციის ფორმაში და წარადგინეთ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი.
დროული მომზადება: დაიწყეთ ვიზის აპლიკაციის პროცესი საკმარისად ადრე, რათა გქონდეთ საკმარისი დრო დოკუმენტების შეგროვებისთვის და ზოგადად, მზად იყოთ ყველა ნაბიჯისთვის.
ინფორმაციის მოპოვება: ყველა ინფორმაცია და ფორმა მოძებნეთ მხოლოდ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე ან მოგვმართეთ ჩვენ! ჩვენთან შეგიძლიათ იპოვოთ დეტალური ინსტრუქციები, ფორმები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვიზის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს/საკონსულოს ოფიცერი თქვენი გასაუბრების და დოკუმენტების შეფასების შემდეგ.
თუ თქვენ გაქვთ კითხვები ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მოგვმართოთ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით. ჩვენ გულდასმით მოგისმენთ, დავადგენთ თქვენ საჭიროებებს და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაცია. ასევე, დაგეხმარებით ამერიკის ვიზის მიღებისთვის ეტაპების ორგანიზებასა და დაგეგმვაში.
დაგვიკავშირდით დღესვე! – გვიამბეთ:
ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ჩვენთან ოფისში მოსვლით რომლის მისამართია: 11 ვაჟა ფშაველას გამზირი, თბილისი ან დისტანციური არხების საშუალებით. გაითვალისწინეთ რომ ერთ პერსონაზე ვიზის შევსების საფასურია 200-250 ლარი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ ნაწილობრივი დახმარება ამერიკის ვიზის მიღების პროცესში ან მიიღოთ მხარდაჭერა მთლიან პროცესში. ჩვენს კომპანიაში მომუშავე პერსონალი მზადაა გაგიწიოთ მხარდაჭერა თქვენთვის სენსიტიურ დეტალებში.
*გაითვალისწინეთ რომ გარდა ჩვენი სავიზო მომსახურების საფასურისა აპლიკანტი იხდის ამერიკის ვიზის ოფიციალური მოსაკრებელს 185 აშშ დოლარის ოდენობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში პასპორტი ამერიკის ვიზით გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე ან შეგიძლიათ თავად გაიტანოთ პასპორტი.
დაზოგეთ დრო და ენერგია! ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველა ნაბიჯის ორგანიზება (დოკუმენტების შეგროვება, თარგმნა, აპლიკაციის შევსება, გასაუბრების ჩანიშვნა, აპლიკაციის სტატუსის მონიტორინგი). დაგვიკავშირდით: contact@evisa.ge
ვიზის ტიპები: