evisa.ge

ამერიკის ვიზაზე განაცხადის შევსება

მთავარი » ამერიკის ვიზაზე რეგისტრაცია

ამერიკის ვიზაზე რეგისტრაცია, ამერიკის ვიზაზე განაცხადის შევსება. Updated

ამერიკის ვიზაზე განაცხადის შევსება

ამერიკის ვიზაზე განაცხადის შევსება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროცესია. რადგან ვიზის ტიპები და მოთხოვნები მრავალფეროვანია, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ გაერკვიოთ მნიშნელოვან ეტაპებსა და ზოგად ინფორმაციაში. 

ზოგადი ინფორმაცია ამერიკის ვიზის შესახებ

ვიზის ტიპი: პირველ რიგში, თქვენ უნდა განსაზღვროთ, რა ტიპის ვიზა გჭირდებათ (ტურისტული, სტუდენტური, სამუშაო და ა.შ.). თითოეულ ვიზის ტიპს აქვს საკუთარი მოთხოვნები და საჭიროებს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენას ამერიკის საელჩოში, ასევე განსხვავდება სავიზო აპლიკაციაც.

ვიზაზე განაცხადის შევსება: აშშ-ის ვიზაზე განაცხადი, როგორც წესი, ონლაინ რეჟიმში ივსება DS-160 ფორმის საშუალებით. ეს ფორმა შეგიძლიათ იპოვოთ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან განაცხადის შევსებაში დაიხმაროთ პროფესიონალები.

საფასური: ვიზის განაცხადისთვის გადასახადი უნდა გადაიხადოთ. ზოგადად, ვიზის საფასურის გადახდის მეთოდები და თანხის მოცულობა პირველ რიგში დამოკიდებულია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა ვიზის მიღებაზე განმცხადებელი (აპლიკანტი), ასევე ვიზის ტიპზეც დამოკიდებულია ვიზის საფასური.

გასაუბრება საელჩოში: განაცხადის შევსების და საფასურის გადახდის შემდეგ, ჩვეულებრივ, საჭიროა გასაუბრება ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოში ან საელჩოში (საქართველოს შემთხვევაში გასაუბრება ხდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში). გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი დაგისვამთ კითხვებს თქვენი მოგზაურობის მიზნის, ფინანსური მდგომარეობის და სხვა საკითხების შესახებ, რაზეც სავალდებულოა თქვენი მხრიდან გაეცეს გულწრფელი და დაზუსტებული პასუხები.

დოკუმენტების წარდგენა: გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ წარდგენილ ინფორმაცია.

დამატებითი რჩევები:

პროფესიონალური დახმარება: თუ გაქვთ რაიმე კითხვები ან გჭირდებათ დახმარება, დეტალური ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ჩვენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რისკის შემცველია ზოგად ინფორმაციაზე დაყრდნობა. რადგან, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია და კონკრეტული მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი სიტუაციის მიხედვით. ამიტომ, მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე იზრუნოთ სწორი ინფორმაციის მიღებაზე. 

თუ გაქვთ კონკრეტული კითხვები მოგვმართეთ. ჩვენთან თქვენ გაარკვევთ ყველა დეტალს და ნიუანსს, რაც საჭიროა წარმატებისთვის. 

დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა ტიპის ვიზა გაინტერესებთ;
  • რა დოკუმენტები გაქვთ მომზადებული;
  • თქვენთვის სასურველი დროის ინტერვალი, როდესაც თქვენ შეძლებთ ამერიკის საელჩოში გასაუბრებაზე წარდგენას. 

ამერიკის ვიზაზე რეგისტრაცია

ამერიკის ვიზა. ვიზის განაცხადის შევსება. Updated 2024

ამერიკის ვიზაზე რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავს და თქვენი კონკრეტული მიზნის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს.

მზად ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად?

დახმარება გჭირდებათ? პირველ რიგში გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

  • რა ტიპის ვიზა გჭირდებათ? – (ვიზის ტიპი ზუსტად უნდა განისაზღვროს);
  • რა არის თქვენი აშშ-ში მოგზაურობის ზუსტი მიზანი?
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში რა დროის გატარებას აპირებთ?
  • საელჩოში წარსადგენი დოკუმენტაცია მზად გაქვთ? – თუ დოკუმენტებს ახლა ამზადებთ მოამზადეთ სრულად: პასპორტი, ფოტოები, სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები, ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ამონაწერი ან ცნობა ბანკიდან სადეპოზიტო ანგარიშზე თქვენი ფულადი სახსრების მოცულობის შესახებ) და ა.შ.

ჩვენი როლი რაში მდგომარეობს?

  • ჩვენი დახმარებით განვსაზღვრავთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს (სიას);
  • დაგეხმარებით საელჩოში გასაუბრებისთვის მომზადებაში;
  • დაგიჯავშნით ვიზიტს ამერიკის საელჩოში;
  • შევავსებთ განაცხადს (აპლიკაციას) თქვენთან ერთად;
  • დაგეხმარებით დოკუმენტების თარგმნაში.

სავიზო მომსახურების მისაღებად დაგვიკავშირდით!

ვიზის ტიპები:

კონსულტაცია
WhatsApp