ახალი მოსაკრებელი აშშ-ს ვიზაზე
2025 წლის ივლისში აშშ-ის მთავრობამ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ვიზიტორ არასაიმიგრაციო ვიზებზე დამატებით $250 – ს გადასახადს ითვალისწინებს. ეს გადასახადი ცნობილია როგორც “სანდოობის მოსაკრებელი”. თუ შენ გეგმა გაქვს მიიღო, მაგალითად, ტურისტული ვიზა ან სხვა არასაიმიგრაციო კატეგორიის ვიზა — შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი თანხის გადახდა.
პირებს რომლებიც იმ ქვეყნებიდან არიან რომელსაც არ უწევთ ამერიკაში გასამგზავრებლად ვიზის აღება არ შეეხებათ აღნიშნული სიახლე. თუმცა უნდა აღინიშნოს ის რომ მათი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატობოდეს 90 დღეს რომ მოხდეს ამ თანხის გადახდის თავიდან აცილება.
თანხის დაბრუნების წესები
ხშირ შემთხვევაში, დამატებითი მოსაკრებლის უკან დაბრუნება არ მოხდება. თუმცა შესაბამისი პირობების შესრულებისას — შესაძლებელია თანხის დაბრუნება აპლიკანტისთვის. კანონპროექტით, თანხის ანაზღაურება მოხდება მაშინ თუ:
-პირი გადაწყვეტს გადააკეთოს თავისი ვიზა სხვა კატეგორიის ვიზად;
-ნებისმიერი მიზეზის გამო გადაწყვეტს რომ არ გაემგზავროს აშშ-ში.
ამერიკის ვიზაზე დამატებითი გადასახადიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარება ქვეყნის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს.
რატომ განიხილება დამატებითი მოსაკრებელი აშშ-ს ვიზაზე
ამ ახალი გადასახედის მიზანი — immigration სისტემის “სანდოობის” გაჯანსაღებაა. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ამ გადასახადის შემოღებით აშშ ცდილობს თავიდან აიცილოს იმიგრანტების არალეგალური დარჩენა ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა რომ არალეგალების 95%-ზე მეტი ქვეყანაში არ შედის არასაიმიგრაციო ვიზით ოფიციალური სტატისტიკა მიუთითებს იმაზე რომ უკონტროლო იმიგრაციის პრობლემის მარგინალური ნაწილი სწორედ არასაიმიგრაციო ვიზის დროის გასვლის შემდეგ ქყვეყანაში უკანონო დარჩენაა. აღნიშნული ცვილებების დამტკიცების შემთხვევაში ახალი მოსაკრებლის გადახდა მოუწევს ყველა აპლიკანტს, ვინც ახალ, არასაიმიგრაციო ვიზას ითხოვს (ტურისტული, გაცვლითი პროგრამები, სხვა).
გსურთ ამერიკის ვიზის აღების პროცესის გამარტივება? შეიტყვეთ თუ რომელი კატეგორიის ამერიკის ვიზა გჭირდებათ ამერიკაში გასამგზავრებლად და როგორ გამოიხატება ვიზის აღების სრული გზა. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენი სავიზო კონსულტანტები დაგეხმარებიან სტრესის გარეშე შეიტანოთ განცხადება ამერიკის ვიზაზე.