evisa.ge

აშშ-ის მთავრობა მუშაობს ციფრული შემოწმების მნიშვნელოვნად გაფართოებაზე, რამაც შესაძლოა შეცვალოს ის წესები თუ როგორ შედიან ქვეყანაში ვიზიტორები. შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისა და აშშ-ის სასაზღვრო დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი შეთავაზების მიხედვით იმ ქვეყნების მოქალაქეებს რომლებსაც ამჟამად უვიზო რეჟიმით შეუძლიათ აშშ-ში შესვლა, მოგზაურობის წინ სოციალური მედიის დეტალური ისტორიის წარდგენა მოეთხოვებათ.

ბოლო დროის ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ამერიკის ვიზის აპლიკაციის ზუსტ შევსებას. გამოიყენეთ ჩვენი პროფესიონალური დახმარება და გაზარდეთ თქვენი შანსები რომ წარმატებით მიიღოთ ამერიკის ვიზა.

ამჟამად მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს მათ შორის დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიის და ავსტრალიისა შეუძლიათ აშშ-ში 90 დღემდე უვიზოდ დარჩენა. ახალი წესის მიხედვით სავალდებულო გახდება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოყენებული ყველა სოციალური მედიის ანგარიშის მითითება. გარდა ამისა ვიზიტორებს შეიძლება მოთხოვონ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოყენებული ტელეფონის ნომრები, ბოლო ათი წლის ელქტრონული ფოსტის მისამართები და სხვა პირადი მონაცემები. ამერიკის მთავრობა აცხადებს რომ ეს ცვლილებები ეროვნული უსაფრთხოების გამკაცრების ნაწილია და მიზნად ისახავს პოტენციური საფრთხეების წინასწარ გამოვლენას.

კრიტიკოსები მიიჩნევენ რომ ეს ზომები ტრადიციულ უსაფრთხოების ზომებს სცდება. სამოქალაქო თავისუფლებების დამცველი ორგანიზაციები გვაფრთხილებენ რომ ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება შეამციროს ტურისტების რაოდენობა, დააზიანოს საერთაშორისო მოგზაურების ნდობა და სერიოზული უნდობლობის პრობლემები შექმნას. აღნიშნული წინადადება ამჟამად განხილვის ეტაპზეა და მისი დამტკიცების შემთხვევაში, ახალი წესები შესაძლოა 2026 წლის თებერვლიდან ამოქმედდეს. ამის შესახებ იუწყება ამერიკის მთავრობის ფედერალური რეგისტრი.

კონსულტაცია
WhatsApp