ამერიკის ვიზა განსხვავდება კატეგორიის და დანიშნულების მიხედვით. აპლიკანტი უნდა გაეცნოს თუ რა სხვაობებია ვიზებს შორის და ამის შემდეგ გადაწყვიტოს რომელი ვიზის სახეობა არის მისთვის ყველაზე შესაფერისი.
ამერიკის 10 წლიანი ვიზა, როგორც წესი, გულისხმობს B1/B2 ტიპის ვიზას, რომელიც გაიცემა შეერთებულ შტატებში დროებითი ვიზიტისთვის.
ამერიკის B1/B2 (ტურისტული) ვიზა გაძლევთ საშუალებას, დროებით ეწვიოთ შეერთებულ შტატებს ტურიზმის, მეგობრების ან ნათესავების მონახულების, მკურნალობის ან სხვა არასაქმიანი მიზნით. ის ყველაზე გავრცელებული ვიზაა და უმეტესი აპლიკანტების სწორად ამ ვიზით მიდის შტატებში. ყოველ წლიურად დაახლოებით 7 მილიონი ტურისტული ვიზა გაიცემა. თუმცა ვიზაზე თანხმობის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავდება წლიდან წლამდე. წინა წლის მაჩვენებლით ვიზაზე უარი ეთქვა აპლიკანტების 27.8%.
B1/B2 ვიზების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა 10 წლამდე, თუმცა ეს მაქსიმალური ვადაა და ყველა აპლიკანტისთვის გარანტირებული არ არის. ვიზის ხანგრძლივობის ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, განმცხადებლის (აპლიკანტის) გამგზავრების მიზანზე, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე და ა.შ.
10 წლიანი ვიზის არსებობა არ ნიშნავს იმას რომ აპლიკანტს ის აუცილებლად დაუმტკიცდება. ზოგჯერ აპლიკანტებს ეძლევათ მოკლევადიანი ვიზა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ არიან აქტიური მოგზაურები და მათი ვიზიტი კონკრეტულ მიზანს უკავშირდება — მაგალითად, ქორწილში დასწრებას, კონფერენციაში მონაწილეობას ან სხვა ერთჯერად ღონისძიებას. ასეთ შემთხვევებში საელჩო ხშირად გასცემს მხოლოდ იმ პერიოდზე მორგებულ ვიზას. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მოგზაურობის ისტორიის მქონე აპლიკანტებს საწყისად მაინც აძლევენ მოკლევადიან ვიზას. შემდეგ კი, მათი გამგზავრებისა და დროულად დაბრუნების შემდეგ, საელჩო უკვე იძლევა გრძელვადიან, ხშირად 10-წლიან ვიზას.აპლიკანტს არ შეუძლია მოითხოვოს 10 წლიანი ვიზა, ეს მის აპლიკაციაზე და მიღების შანსებზე კარგად არ აისახება. თუმცა, თუ განმცხადებელი წარმოადგენს კარგი მოგზაურობის ისტორიას, შემოსავლებს, ქვეყანასთან კავშირს და აშშ-ში მოგზაურობის გეგმას, კონსული ამ ფაქტორებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
10 წლიანი ვიზა არ იძლევა ავტომატურად შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო და საზღვრის დაცვის ოფიცერი გამშვებ პუნქტში.
ვიზის მოქმედების ვადა არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეერთებულ შტატებში 10 წელი უწყვეტად იყოთ. ყოველი ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება საბაჟო და საზღვრის დაცვის ოფიცრის მიერ.
სტანდარტულად, გაიცემა აძლევენ 6 თვემდე აშშ-ში დარჩენის უფლება. იმ შემთხვევაში, თუკი სასაზღვრო ოფიცერს რაიმეში ეჭვი შეეპარება, შეიძლება დარჩენის შესაძლებლობა ნაკლები დროით მოგცეთ. ოფიცერი პასპორტში და ელექტრონულად I-94 ფორმაში მიუთითებს თქვენი ქვეყანაში გაჩერების მაქსიმალურ ვადას. ინფორმაცია თქვენც შეგიძლიათ შეამოწმოთ ელექტრონულად I-94 აპლიკაციაში. .
არსებობს ასევე სხვა ვიზის ტიპები რომლებიც განსხვადება თავისი დანიშნულების და მოთხოვნების მიხედვით:
F-1 – გაიცემა სტუდენტებზე რომლებიც სწავლობენ სასწავლო პროგრამებზე ამერიკის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში.
J-1 – განკუთვნილია საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების მონაწილეებისათბვის.
H-1B – გაიცემა იმ კადრებზე რომლებიც დასაქმებული არიან ისეთ პროფესიებზე რომლებიც მოითხოვს სპეციალურ უნარებსა და სწავლის უმაღლეს დონეს.
H-3, L-1A/L-1B , O-1, P-1/P-2/P-3, R-1, E-1/E-2, E-3…
ამ შემთხვევაში აპლიკანტის სიტუაციიდან გამომდინარე ხდება შესაფერისი სავიტო ტიპის შერჩევა და მასზე განაცხადის შეტანა.
ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსება შეიძლება ოდნავ დამაბნეველი პროცესი იყოს, მაგრამ ქვემოთ მოცემული ეტაპები დაგეხმარებათ ნათელი მოფინოთ ამ პროცესს.
ვიზის ტიპის განსაზღვრა: დასაწყისისთვის, გადაწყვიტეთ და დააზუსტეთ, რა მიზნით მიდიხართ ამერიკაში — ტურიზმი, სწავლა თუ მუშაობა. ამის მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ვიზის ტიპი.
DS-160 ფორმის შევსება: ეს ფორმა უნდა შეივსოს სრულად და ზუსტად. ფორმა შეიცავს თქვენ პირად ინფორმაციას, მოგზაურობის მიზანს, სამსახურის ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და სხვა მნიშნვნელოვან დეტალებს.
ფოტოსურათის ატვირთვა: ამერიკის ვიზის აპლიკაციის შევსებისას დაგჭირდებათ ვიზისთვის განკუთვნილი სტანდარტული ზომის და მოთხოვნების შესაბამისი ფოტოსურათის ატვირთვა. ფოტოსურათის ზომები აპლიკაციის შევსების ინსტრუქციაშია მოცემული.
ამერიკის ვიზის აპლიკაციის საფასურის გადახდა: ვიზის განაცხადისთვის გადასახადი შეგიძლიათ გადაიხადოთ ონლაინ, მობაილ ბანკით ან ბანკის ფილიალიდან.
ამერიკის საელჩოში გასაუბრების ჩანიშვნა: ვიზის აპლიკაციის საფასურის გადახდის შემდეგ, დაგჭირდებათ გასაუბრების დროის დაჯავშნა აშშ-ის საელჩოში.
დოკუმენტების მომზადება გასაუბრებისთვის: გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შევსებული DS-160 ფორმის დასტური, პასპორტი, ფოტოსურათი, საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და სხვა საბუთები, რომლებიც შეიძლება უშუალოდ თქვენ დაგჭირდეთ.
გასაუბრება: გასაუბრების დროს, საელჩოს წარმომადგენელი დაგისვამთ კითხვებს თქვენი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მიზნის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ჩვენი გამოცდილი სავიზო ექსპერტები დაგეხმარებიან ხშირად დასმული შეკითხვებისთვის მომზადებაში. აპლიკაციის შევსებისა და წარდგენის შემდეგ, აუცილებელია სავიზო მოსაკრებლის გადახდა.
ზუსტი ინფორმაცია: ყველა ინფორმაცია, რომელსაც მიუთითებთ განაცხადში, უნდა იყოს სწორ, უტყუარი და დასაბუთებული.
დროული მომზადება: დაიწყეთ ვიზის აპლიკაციის პროცესი საკმარისად ადრე, რათა გქონდეთ დრო დოკუმენტების შეგროვებისთვის და ზოგადად, მზად იყოთ ყველა ნაბიჯისთვის.
ინფორმაციის მოპოვება: ყველა ინფორმაცია და ფორმა მოძებნეთ მხოლოდ აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე ან მოგვმართეთ ჩვენ! ჩვენთან შეგიძლიათ იპოვოთ დეტალური ინსტრუქციები, ფორმები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია.
ამერიკის საელჩოში ვიზიტის დაჯავშნისთვის შეავსეთ აპლიკაციის ფორმა ონლაინ: გადადით ოფიციალურ საიტზე და შეავსეთ თქვენთვის შესაბამისი სავიზო აპლიკაციის ფორმა. დასრულებისას შეინახეთ დადასტურების გვერდი.
შექმენით პროფილი საელჩოს სისტემაში: გადადით საელჩოს ოფიციალურ საიტზე და შექმენით ანგარიში, მიუთითეთ ვიზის ტიპი და თქვენი პირადი ინფორმაცია.
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი (MRV fee): გადახდის მეთოდის არჩევის შემდგომ, სისტემა მოგვემთ ინვოისს და გადახდის ინსტრუქციებს. თანხის გადახდის შემდგომ შეინახეთ ქვითარი.
დაჯავშნეთ ვიზიტი საელჩოში: გადახდის დადასტურების შემდეგ აირჩიეთ სასურველი თარიღი და დაჯავშნეთ ვიზიტი. შეინახეთ დადასტურების გვერდი.
ამერიკის საელჩოში გასაუბრების დროს ყურადღება მიექცევა:
-სამშობლოსთან კავშირი: კარიერა, ოჯახი, უძრავი ქონება, პასუხისმგებლობები.
-ფინანსური მდგომარეობა: შემოსავლები, ინვესტიციები, დანაზოგები.
-შტატებში გამგზავრების მიზანი: ტურიზმი, სწავლა, საქმიანი შეხვედრები და ა.შ.
-აშშ-ში არალეგალურად დარჩენის მოტივების არარსებობა
თქვენ უნდა შეაგროვოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენს მიზნებს და კავშირებს სამშობლოში. ძირითადად საელჩოში გასაუბრების წინ წარსადგენ დოკუმენტაციას შორისაა:
ამერიკის საელჩოში გასაუბრებამდე 15 წუთით ადრე მიდით. სტანდარტულად მთლიანი პროცესის გასავლელად დაგჭირდება 2-3 საათი. გასაუბრება ტარდება ამერიკის საელჩოში რომლის მისამართია: 29 ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი, თბილისი.
სავიზო ოფიცერს წარუდგინეთ დოკუმენტაცია მხოლოდ მისი მოთხოვნის საფუძველზე. სტანდარტულად ინტერვიუს ხანგრძლივობაა 3-4 წუთი და კონსული დაგისვამთ 4-6 კითხვას. მზად იყავით იმისათვის რომ არ მოგეცემათ შესაძლებლობა ყველა საბუთის წარსადგენად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის ღირებულება ინდივიდუალურია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით მიემგზავრებით აშშ-ში, რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას, სად აპირებთ ცხოვრებას და ა.შ.
მგზავრობა: ავიაბილეთების ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს გამგზავრების თარიღის, ავიაკომპანიის და სეზონის მიხედვით. საშუალო ფასი 600-1200 USD ფარგლებში მერყეობს. დღესასწაულების პერიოდში, მაგალითად შობის დღეებში ფრენის ბილეთების ფასი მაღალია,რადგან მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ასევე შტატი რაც უფრო მოშორებით არის საქართველოდან და ამერიკის ცენტრალური აეროპორტებიდან, ბილეთის საბოლოო ღირებულებაც მაღალია.
ვიზა: აშშ-ის ტერიტორიაზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რა მიზნით და შესაბამისად, რომელი კატეგორიის ვიზით აპირებთ გამგზავრებას, რადგან ვიზის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავდება. არასაიმიგრაციო ვიზების ფასი 185-315 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება, საიმიგრაციო ვიზებს, საშუალო ფასია USD 325-345.
დაბინავება: საცხოვრებლის ფასები ძალიან განსხვავდება შტატის, ქალაქის, დასახლების და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით. ეს შეიძლება იყოს ბინა, სახლი, საერთო საცხოვრებელი, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო და ა.შ. მაგალითად, ნიუ-იორკში თუ ბინას იქირავებთ დღიურად airbnb-ზე, ერთი ღამის ფასი მერყეობს 100-200$ის ფარგლებში. თუკი, მხოლოდ ოთახს იქირავებთ დაახლოებით $40-100 საკმარისი იქნება, დამოკიდებულია ბინის მდებარეობაზე, მდგომარეობაზე და ა.შ. რაც შეეხება სასტუმროებს, ნიუ იორკში 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასი $200-300 ფარგლებშია, უფრო მაღალი დონის სასტუმროების ფასი კი 400-600 აშშ დოლარის ფარგლებში შეიძლება მერყეობდეს.
საკვები: საკვებზე ხარჯები დამოკიდებულია შტატზე, თქვენს პირად მოთხოვნებზე და იმაზე, თუ სად იკვებებით (რესტორანში, სწრაფი კვების ობიექტებში თუ სახლში). საკვებზე ფასები ყველაზე ხელმისაწვდომია ისეთ შტატებში, როგორიცაა: მისისიპი, ალაბამა, ტექსასი და ა.შ. თვის მანძილზე ერთი ადამიანი საშუალოდ 300$ ხარჯავს საკვებზე. გაცილებით ძვირი ღირს კვება შემდეგ შტატებში: კალიფორნია, ნიუ-იორკი, ჰავაი და ა.შ. ამ შტატებში საშუალოდ ერთი ადამიანი 500-600 აშშ დოლარს ხარჯავს თვის მანძილზე კვებაზე, მათ შორის სუპერმარკეტებში, ბაზარში და რესტორნებში.
ტრანსპორტი: ამერიკაში გადაადგილების მიზნით მანქანის შეძენის შემთხვევაში, მოგიწევთ გაითვალისწინოთ საწვავის ფასი, მანქანის დაზღვევა და მოვლა. თუ ისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გასათვალისწინებელია მგზავრობის საფასური, თუმცა ბევრ შტატში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა გამართული არაა. მაგალითად, ნიუ-იორკში, პენსილვანიაში, ორეგონში და სხვა შტატებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნორმალურად ფუნქციონირებს და თვის მანძილზე დაახლოებით 100 აშშ დოლარი საკმარისი იქნება გადასაადგილებლად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს შტატში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი არაა, ან უბრალოდ თქვენი სურვილია რომ ავტომობილით გადაადგილდეთ, თქვენი ხარჯი დაახლოებით 600-1200 აშშ დოლარი იქნება, რაც მოიცავს ლიზინგს, დაზღვევას, საწვავს და პარკინგს.
ჯანმრთელობის დაზღვევა: აშშ-ში სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია. გასათვალისწინებელია ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა მასთან დაკავშირებული ხარჯები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძირითად კერძო სადაზღვევო კომპანიები ფუნქციონირებს, მათ შორის ყველაზე ცნობილია: UnitedHealthcare (UHC), Aetna, Humana და ა.შ. თუკი თქვენი დამსაქმებელი გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისს, ის სავარაუდოდ ხარჯის ნახევარს დაფარავს, თქვენ კი დაახლოებით 500-700 აშშ დოლარს გადაიხდით.
სხვა ხარჯები: კომუნალური ხარჯები, ტელეფონი, ინტერნეტი, გართობა, პირადი ჰიგიენის საშუალებები და ა.შ.
ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით საერთო ხარჯი შეიძლება მერყეობდეს $4,000-$10,000. საბოლოო ხარჯი დამოკიდებულია ზემოთ ხსენებულ ბევრ ფაქტორზე.
ზემოთ გაწერილი ხარჯების მიუხედავად, ყველაზე დიდი რისკი არის ვიზაზე უარი. თუ გსურთ უარის რისკის შემცირება და სრული სავიზო მომსახურების შეკვეთა, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით.
შეადგინეთ ბიუჯეტი: გაანალიზეთ თქვენი მოსალოდნელი ხარჯები და შეეცადეთ იპოვოთ გზები, რომ შეამციროთ ისინი. დაიწყეთ დანახარჯების დაგეგმვა რაც შეიძლება ადრე, შეადგინეთ დეტალური ბიუჯეტი და შეეცადეთ დაზოგოთ რაც შეიძლება მეტი ფული.
შეარჩიეთ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი: განიხილეთ საერთო საცხოვრებელი ან სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, რათა შეამციროთ საცხოვრებლის ხარჯები. თუკი შესაძლებელია, დარჩით იქ მცხოვრები ახლობელთან ან გაიყავით ბინის ხარჯი მეგობრებთან ერთად.
მოამზადეთ საკვები სახლში: პროდუქტების ბაზარში ან სუპერმარკეტის ფასდაკლებებზე შეძენა და სახლში კერძების მომზადება მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ხარჯებს.
იმოძრავეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით: ეს არის გაცილებით ხელმისაწვდომი ალტერნატივა მანქანის გამოყენებასთან შედარებით.
შეისწავლეთ აშშ-ის სხვადასხვა ქალაქები: შეადარეთ ცხოვრების ღირებულება სხვადასხვა შტატებსა და ქალაქებში. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და ხელმისაწვდომია.
იპოვეთ უფასო ან იაფი გასართობი აქტივობები: ეს შეიძლება იყოს პარკებში სიარული, მუზეუმების მონახულება უფასო დღეებში, ქუჩების დათვალიერება, გარეთ პიკნიკი და ა.შ.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ აშშ-ში ცხოვრების ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს შტატის და ქალაქის მიხედვით. ზოგიერთი ქალაქი, როგორიცაა ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო, ცხოვრება ძალიან ძვირი ჯდება, ხოლო სხვა ქალაქები, როგორიცაა მაგალითად დეტროიტი და კლივლენდი, ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის შეიძლება საჭირო იყოს განსხვავებული მიდგომა და შესაბამისი ზომების მიღება.
ამერიკის სავიზო მომსახურების სერვისის გამოყენებით საქართველოში მცხოვრები აპლიკანტები ჩვენი კომპანიისგან ღებულობენ პროფესიონალურ სავიზო დახმარებას ვიზის ასაღებად. ჩვენი სავიზო ესქპერტები მოგაწვდიან ყველანაირ ინფორმაციას აშშ-ს ვიზის ასაღებად.
სანდო ინფორმაცია: ჩვენ მოგაწვდით სანდო და უტყარ ინფორმაციას, ასევე ამომწურავად ვუპასუხებთ თქვენს აქტუალურ კითხვებს. ჩვენს გუნდს შეუძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ამერიკის სავიზო მომსახურების შესახებ და გაგიწიოთ მხარდაჭერა ვიზის მიღების თითოეულ ეტაპზე.
მაგალითად, შეგიძლიათ შეგვეკითხოთ:
ქართული ენა: ჩვენთან თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ქართულ ენაზე. რაც გაგიადვილებთ ამერიკაში გამგზავრებისთვის გასავლელ ეტაპებზე წარმოდგენას და გაარკვევთ დეტალებს თითოეულ ეტაპთან დაკავშირებით.
ამერიკის სავიზო მომსახურების სრული ციკლი: ჩვენ გთავაზობთ ამერიკის ვიზაზე განაცხადის შეტანას, საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებას, თარგმნას და საელჩოში გასაუბრების დანიშვნას.
ამერიკის სავიზო მომსახურების საფასური დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ პაკეტს აირჩევთ. პირველი პაკეტი მოიცავს მხოლოდ ორგანიზაციის საკითხში დახმარებას როგორიცაა საბუთების ჩამონათვალის მოწოდებას და ტექნიკურ საკითხებს მაგალითად გასაუბრების ჩანიშვნას. ამ პაკეტის ღირებულება ერთ პერსონაზე შეადგენს 200 ლარს. ხოლო მეორე პაკეტის ფასი 250 ლარია და მოიცავს დამატებით აპლიკანტის ქეისის დეტალურ შესწავლას და გასაუბრების სიმულაციას. ჩვენი სავიზო ექსპერტები დაგისვამენ კითხვებს რომელიც მათი გამოცდილებიდან აქტუალურად მიიჩნევა გასაუბრების დროს.
ჩვენი სერვისების შეკვეთამდე, დარწმუნდით, რომ სრულად აკმაყოფილებთ აშშ საელჩოს მოთხოვნებს. იხილეთ სრული მოთხოვნები B1/B2 ამერიკის ვიზის მისაღებად.
გაინტერესებთ ამერიკის ვიზა გარანტიით? ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიaს მიღება გარკვეულ პროცედურებსა და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ვიზის მიღებისთვის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ნაწილობრივი გარანტიის მომცემია.
ინდივიდუალური შეფასება: საელჩოს/საკონსულოს ოფიცერი თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს, აფასებს მას და გადაწყვეტილებას იღებს იმის შესახებ, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებელი (აპლიკანტი) არსებულ მოთხოვნებს.
ამერიკის ვიზის გაცემაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
მოწვევა არის წერილი ან დოკუმენტი, რომელსაც გზავნის ამერიკაში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აცხადებს
რომ მას სურს თქვენი სტუმრობა ამერიკაში
რომ მიწვეული ხართ რაიმე ღონისძიებაზე
მოწვევა არ არის ვიზის მიღების გარანტია, რადგან: