ამერიკის საელჩოში ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ სისტემის მეშვეობით ხდება. ეს პროცესი მოითხოვს გარკვეული ინფორმაციისა და დოკუმენტების მომზადებას. ამ პროცესში ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ როგორ შევავსოთ საელჩოში ვიზიტის დაჯავშნისთვის საჭირო განაცხადი.
1. დაგვიკავშირდით ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით, ეს იქნება ტელეფონით თუ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
2. თქვენს მიერ განაცხადისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდების შემდეგ ჩვენ შევავსებთ DS-160 ელექტრონულ განაცხადს: ეს არის დეტალური განაცხადი, რომელშიც მივუთითებთ თქვენს პირად მონაცემებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვენი გამგზავრების მიზანს, რატომ გსურთ აშშ-ში ვიზიტი და სხვა საჭირო ინფორმაციას. ყურადღებით შევავსებთ ყველა ველს, რადგან არასწორი ინფორმაციის შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს განაცხადის უარყოფა.
3. გადაიხდით სავიზო საფასურს: სავიზო საფასურის გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ ონლაინ ან ბანკში.
4. დავჯავშნით გასაუბრებას: სავიზო საფასურის გადახდის დადასტურების შემდეგ, დავჯავშნით ვიზიტს თქვენთვის მოსახერხებელ დროს გასაუბრებისთვის.
5. მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები: გასაუბრებაზე წარსადგენი დოკუმენტების სია დამოკიდებულია ვიზის ტიპზე. დეტალურ ინფორმაციას საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ჩვენ მოგაწვდით.
მოამზადეთ ყველა საჭირო დოკუმენტი, ჩვენს მიერ მოწოდებული ნუსხის მიხედვით. გასაუბრებაზე წარსადგენი სტანდარტული დოკუმენტების ჩამონათვალის ნახვა შეგიძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებგვერდზე.
პუნქტუალურად მიდით გასაუბრებაზე: დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს გასაუბრების გაუქმება.
თუ კონკრეტული კითხვები გაქვთ ამერიკის ვიზასთან დაკავშირებით. დაგვიკავშირდით! საჭიროების შემთხვევაში, თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების მიზნით ან/და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მივმართავთ აშშ-ს საელჩოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისთვის ვიზის მისაღებად სავალდებულოა ამერიკის საელჩოში გასაუბრება. კარგად წარმართული გასაუბრება, სიზუსტე, სისხარტე და თავდაჯერებულობა წარმატების საწინდარია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისთვის ვიზის მისაღებად სავალდებულოა ამერიკის საელჩოში გასაუბრება. გასაუბრების პროცესი შეიძლება სტრესულად მოგეჩვენოთ და ზოგადად ეს პროცესი შეიძლება ნერვიულობის მიზეზიც გახდეს, მაგრამ წინასწარ ინფორმაციის ფლობით, სწორი მომზადებით, შეგიძლიათ თავდაჯერებულად წარდგეთ კონსულის წინაშე.
რას მიექცევა ყურადღება გასაუბრებისას?
დოკუმენტები: თქვენ უნდა შეაგროვოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენს მიზნებს და კავშირებს სამშობლოში. ძირითადად საელჩოში გასაუბრების წინ წარსადგენ დოკუმენტაციას შორისაა:
დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს საჭირო თქვენი კონკრეტული სიტუაციისთვის.
პრაქტიკა: წინასწარ გაიარეთ გასაუბრებისთვის მოსალოდნელი კითხვები. ეს დაგეხმარებთ თავდაჯერებულად გამოხატოთ თქვენი აზრი.
პრეზენტაბელური იერსახე: გასაუბრებაზე მიდით სუფთა და მოწესრიგებული ტანსაცმლით.
თავდაჯერებული იყავით: კონსულის დასმულ ყველა კითხვას გულახდილად და მშვიდად უპასუხეთ.
თუ თქვენ გაქვთ კონკრეტული კითხვები ამერიკის საელჩოში გასაუბრების შესახებ, ასევე გსურთ დახმარება საელჩოში ვიზიტის მოსამზადებელი ეტაპების ორგანიზებაში ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ!
ჩვენ დაგეხმარებით კონკრეტული სიტუაციის განხილვაში გამომდინარე იქიდან, თუ რა ტიპის ვიზაზე გსურთ განაცხადის შეტანა საელჩოში.
ვიზის ტიპები: